About
თქვენს წინაშეა საიტი https://ritualebi.com/ , რომელიც არსებობს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებს შეუმსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რაც განსვენებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო პროცედურებსა და რიტუალებს უკავშირდება.
ვისაც არ გაქვთ ქართული კლავიატურა, გუგლში ჩაწერეთ Damkrdzalavi Biuro - Saritualo Momsaxureba ლათინური ასოებით და დაკლიკეთ ჩვენ საიტზე, რათა მიიღოთ ჩვენი მომსახურება.
არცთუ იშვიათად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, ბუნებრივად გამოწვეული დიდი მწუხარების გარდა, მიცვალებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაბნეულობაც ეუფლებათ. არადა, ასეთ წუთებში ჭირისუფალს არა მხოლოდ მძიმე ემოციებთან გამკლავება მართებს, რაც თავისთავად საკმაოდ რთულია და მისგან უდიდესი სულიერი სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს, არამედ მთელი რიგი აუცილებელი სარიტუალო და სხვა საკითხების შეზღუდულ დროში, უნაკლოდ და მისაღებ ფასად მოგვარებაც. ჩვენი ბ